მოგზაურობა თეატრში
„მოგზაურობა თეატრში" ბათუმის დრამატული თეატრის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, დაათვალიერონ თეატრი კულისებიდან და ახლოს გაეცნონ სპექტაკლის შექმნის პროცესს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თეატრის „უჩინარ მსახიობებს" — იმ ადამიანებს, რომლებიც სპექტაკლის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: გამნათებლებს, გამხმოვანებლებს, რეკვიზიტორებს, გრიმიორებს, ადმინისტრაციას და სხვა პროფესიონალებს.
შეთავაზება
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, არასაპრემიერო წარმოდგენებზე, ჯგუფური დასწრების შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ 50% და 20%-იანი ფასდაკლებით.
ფასდაკლება ვრცელდება მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და მათ თანხმლებ პირებზე (მშობლებზე).
პირობები
- ჯგუფური დასწრება გულისხმობს არანაკლებ 10 ადამიანის მონაწილეობას.
- ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ არასაპრემიერო წარმოდგენებზე.
- ჯგუფს ნანახი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 სპექტაკლი.
- ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა — 30 მოზარდი.
- შეხვედრის დღე — პარასკევი.
- აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
როგორ დავჯავშნოთ
ჯგუფური ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია წინასწარ განცხადების წარდგენა თეატრის დირექტორის სახელზე.
განცხადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info@batumitheatre.ge
განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დანართში.
განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა (.docx)ვადები და რეკომენდაციები
გამომდინარე იქიდან, რომ სპექტაკლებზე მოთხოვნა მაღალია და ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროში, ასევე ონლაინ რეჟიმში, გირჩევთ ვიზიტი წინასწარ დაგეგმოთ.
- რეკომენდებულია ჯავშნის გაკეთება მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
- ჯავშანი დადასტურებულად ჩაითვლება თეატრის მიერ შესაბამისი უკუკავშირის მიღების შემდეგ.
კალენდარი
სპექტაკლების სრული განრიგი იხილეთ მენიუში „კალენდარი".
კალენდარზე გადასვლაკონტაქტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: