ბიოგრაფია
კოტე მჟავია — რეჟისორი და მსახიობი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ხელმძღვანელი.
განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.
კარიერა
1999 წელს დააარსა და ხელმძღვანელობს ლიტერატურულ თეატრს.
2012–2016 წლებში იყო დმანისის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი.
2005–2010 წლებში მუშაობდა ნოდარ დუმბაძის ახალგაზრდობის თეატრში.
2006–2009 წლებში — ახმეტელის თეატრი.
1999–2005 წლებში — მსახიობი რუსთავის ბავშვთა თეატრში.
1998–2003 წლებში — ადმინისტრატორი მერაბ კოსტავას სახელობის მუსიკალურ-სალიტერატურო თეატრში.